10 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, თბილისის პირველ თაფლის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციამ ჩაატარა (GAFA) 🐝
📍 თაფლის ფესტივალი ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან მიღებული მრავალფეროვანი ფუტკრის პროდუქტები. შპს ,,იფქლი დიღომი” მონაწილეობას იღებდა პარტნიორ კომპანია ,,ფუთკარასთან” ერთად და საშუელაბა მიეცათ ვიზიტორებს 100% ნატურალური წაბლის თაფლით დამზადებული პურის დაგემოვნების, რომელიც მხოლოდ ჩვენს კომპანიაში ცხვება და მისი უნიკალური და ინოვაციური მზადების წესით და შემადგენლობით მიეკუთვნება სამკურნალო – პროფილაქტიკურ ნაწარმს.